სამოქალაქო საზოგადოების ბლოგი
წყალი პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე
საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. ასევე, საქართველოს წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთ უმძაფრეს პრობლემას სასმელი წყლის ხარისხი წარმოადგენს. 2007-2008 წლებში მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესს.
2008 წლიდან დღემდე კი, ორგანიზაცია ცდილობს მონიტორინგი გაუწიოს პრივატიზების ხელშეკრულებით საწარმოების ახალი მფლობელის მიერ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის აღებული ვალდებულების შესრულებას.  ამ ანგარიშში მკითხველი გაეცნობა მწვანე ალტერნატივას მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ნათლად ასახავს ქვეყანაში  წყალმომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას.
სასმელი წყლით მომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ხშირად მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, პროგრესი შეიმჩნევა და სიტუაციის გამოსწორებისათვის სახელმწიფოს მონდომება არ შემოიფარგლება დაპირებებით.
რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ამ სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. წყალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლება უგულვებელყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე; ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება, ხშირად სასამართლოსთვის მიმართვის გზითაც კი, შეუძლებელია.
ანგარიშის პირველ თავში წარმოდგენილია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზაციის ხელშეკრულების გასაიდუმლოების ისტორია და აღწერილია ხელშეკრულების მოპოვებისათვის მწვანე ალტერნატივას მცდელობები. ანგარიშის მეორე თავში მკითხველი გაეცნობა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების გასხვისება-გაუმჯობესებისათვის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ და გასაიდუმლოებულ განკარგულებებს. წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეთმობა ანგარიშის მესამე თავი; ხოლო მეოთხე თავში, მკითხველი შეიტყობს თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საკუთარი ვალდებულებებისა და მომხმარებლების უფლებების უგულვებელყოფის ფასად, წყალმომარაგების კომპანიების მოთხოვნებს. ანგარიშის მეხუთე თავი ეთმობა რუსთავის, მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების მფლობელი კომპანიის საქმიანობის კანონთან და ოპერირების კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობის საკითხებს. ანგარიშის ბოლო, მეექვსე თავში კი, წარმოდგენილია დასკვნები და რეკომენდაციები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს წყალზე ადამიანის უფლების დაცვისა და ზოგადად, ამ სფეროში გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრებისათვის.
კერძოდ, მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ:
1.        უნდა გადაიხედოს საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პრაქტიკა; აღმოიფხვრას ნებისმიერი მოთხოვნის პასუხად საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე ბრმა თანხმობის მიცემის დამკვიდრებული პრაქტიკა;
2.        საჯარო უწყებებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელონ გასაიდუმლოებული დოკუმენტის კომერციულ ღირებულებაზე და შეადარონ ინფორმაციის გასაიდუმლოებითა და გაცემით გამოწვეული ზიანი;
3.        სახელმწიფო უწყებებმა, უნდა დაიცვან საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დადგენილი წესი; გასაიდუმლოებული დოკუმენტის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა ქვეყნდებოდეს;
4.        უნდა გადაიხედოს ნასყიდობის ხელშეკრულების მუხლით ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაიდუმლოების პრაქტიკის კანონიერება;
5.        გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და მოსამართლეების ცოდნის გაღმავება გარემოს დაცვის საფუძვლებში და გარემოსდაცვით სამართალში;
6.        ქვეყანაში წყალზე ადამიანის უფლების რეალიზების შესაძლებლობების შექმნისათვის, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში განხილული ღონისძიებების გასატარებლად.
წყალი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და ამავდროულად, შეზღუდული ბუნებრივი რესურსია. დედამიწაზე ჯერ კიდევ არის ადამიანების პირადი და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი სუფთა წყალი, მაგრამ პლანეტაზე წყლის რესურსების არათანაბარი განაწილება, მტკნარი წყლის მოპოვების სისტემების ნაკლებობა, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება და წყალმოამარგების ქსელების გაუმართაობა ან არარსებობა, ზღუდავს საკმარისი ოდენობის უსაფრთხო წყალზე ადამიანების ხელმისაწვდომობას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, 1.1 მილიარდზე მეტ ადამიანს არ აქვს ხელმისაწვდომობა უსაფრთხო სასმელ წყალზე; 2.6 მილიარდზე მეტი ადამიანი განიცდის აუცილებელ სანიტარულ პირობებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას;  2.3 მილიარდი ადამიანი კი, ყოველწლიურად ავადდება წყლისმიერი დაავადებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ  უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე ხელმისაწვდომობა დღეისათვის ადამიანის ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებაა.
წყალზე ადამიანის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის შეთანხმებებით, დეკლარაციებით და სტანდატებით.ადამიანის ამ უფლების ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი განმარტება წარმოდგენილია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 1966 წელს მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო,  ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის".
პაქტის ამ განმარტების თანახმად, წყალი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, როგორც სოციალური და კულტურული სიკეთე და არა როგორც ეკონომიკური სარგებელის წყარო. წყალზე ადამიანის უფლების რეალიზების ფორმა უნდა იყოს მდგრადი და ქმნიდეს არსებული და მომავალი თაობების უფლების რეალიზების შესაძლებლობას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სიტუაციაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, წყალზე უფლების რეალიზაციისათვის წყლის ადექვატურობა შესაძლებელია განსხვავებული იყოს, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ფაქტორები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა სიტუაციაში:
ა. არსებობა - წყალმომარაგება ყველასათვის უნდა იყოს უწყვეტი და საკმარისი პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოსაყენებლად;
ბ. ხარისხი - თითოეული ადამიანის მიერ პირადი და საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის აუცილებელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო;
გ. ხელმისაწვდომობა - წყალი და წყალმომარაგების სისტემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ხელმისაწვდომობა მოიცავს შემდეგ ოთხ ასპექტს:
I.            ფიზიკური ხელმისაწვდომობა;
II.            ეკონომიკური ხელმისაწვდომობა;
III.            არადისკრიმინაციულობა; და
IV.            ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
პაქტის მონაწილე ყველა ქვეყანა (მათ შორის, საქართველო) ვალდებულია შეიმუშავოს წყალზე ადამიანის უფლების უზრუნველყოფისათვის ეროვნული სტრატეგია ან მოქმედებათა გეგმა და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები წყალთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, სტრატეგიისა და პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტებში, პაქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, თითოეული ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფის უფლება - მონაწილეობდეს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მათ მიერ წყალზე უფლებით სარგებლობაზე, უნდა გახდეს წყლის რესურსებთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკის, პროგრამის, სტრატეგიისა და გეგმის განუყოფელი ნაწილი. თითოეულ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს სრული და თანაბარუფლებიანი ხელმისაწვდომობა წყლის რესურსებზე, წყალმომარაგების სისტემებზე, ისევე როგორც წყალთან (როგორც გარემოს ელემენტთან) დაკავშირებულ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ფლობენ სახელმწიფო უწყებები ან მესამე მხარეები.
საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება (უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მაშინ, როცა აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან) და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა და ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას.
სასმელი წყლის ხარისხი ერთ-ერთ უმძაფრეს პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სასმელი წყლის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ქვეყნის მოსახლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ორგანიზაციაში, კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყლის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი, როგორც წყალსადენის გამანაწილებელ ქსელში, ასევე სათავე ნაგებობებზე. განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აღნიშნება ფოთის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ახალციხის, დმანისის, ლენტეხის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბაღდათის, წყალტუბოს, ზესტაფონის რაიონებში. ამრიგად, მოპოვებული მასალების ანალიზით ირკვევა, რომ ქვეყანაში დღეისათვის მოქმედი წყალმომარაგების სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ეპიდემიური თვალსაზრი-სით უსაფრთხო, ქიმიური შემადგენლობით უვნებელ და ორგანოლეპტიკური თვისებებით კეთილსასურველი სასმელი წყლის მოსახლეობისათვის მიწოდებას. ამასთან, წყალმომარაგების წყაროების ბუნებრივი სიუხვის ფონზე პრობლემა აქტუალურია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისა და რაიონისათვის".
უნდა აღინიშნოს, რომ სასმელი წყლის მომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ხშირად მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, პროგრესი შეიმჩნევა და სიტუაციის გამოსწორებისათვის სახელმწიფოს მონდომება არ შემოიფარგლება დაპირებებით.
რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ამ სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. წყალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლება უგულვებელყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე; ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება, ხშირად სასამართლოსთვის მიმართვის გზითაც კი, შეუძლებელია.
2007-2008 წლებში მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესს. 2008 წლიდან დღემდე კი, ორგანიზაცია ცდილობს მონიტორინგი გაუწიოს პრივატიზების ხელშეკრულებით საწარმოების ახალი მფლობელის მიერ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის აღებული ვალდებულების შესრულებას.  ამ ანგარიშში მკითხველი გაეცნობა მწვანე ალტერნატივას მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ნათლად ასახავს ქვეყანაში  წყალმომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას.
წყალმომარაგებისა და წყალარინების გაუმჯობესებისათვის დადებული შეთანხმება საიდუმლოა
2007 წლამდე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო წყალსადენის და საკანალიზაციო მეურნეობის  პრივატიზება დაუშვებელი იყო. 2007 წლის 11 ივლისს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პრივატიზება, სხვა ე.წ. "სტრატეგიული ობიექტების" მსგავსად, შესაძლებელი გახდა. აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან ორ კვირაში, 2007 წლის 25 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ ერთობლივად გამოაცხადეს „ინტერესთა გამოხატვა" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ "ჟინვალჰესის",  ქ. თბილისისა (შპს „თბილისის წყალი") და ქ. მცხეთის წყლით მომარაგების (შპს „მცხეთაწყალკანალის") სისტემების და ქ. გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის (შპს „საქწყალკანალი") გასხვისების მიზნით. კანონის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული "ინტერესთა გამოხატვის" პროცესის შედეგად, 2007 წლის 22 ოქტომბერს გამარჯვებულად დასახელდა  - შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანია "მულტიპლექს სოლუშენსი".
პრივატიზება ქართულად
2005 წლიდან მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებს რამოდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზებისა და ამ სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობის ცვლილების პროცესს. სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ საწარმოს პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული ციკლი - დაწყებული ობიექტის საპრივატიზებოდ გამოტანის შესახებ გადაწყვეტილებით, დამთავრებული კონკრეტული მყიდველის შერჩევისა და მისთვის ამა თუ იმ ვალებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებით - დახურულია საზოგადოებისათვის.  2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად"", რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები. 2010 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა მეორე ანგარიში - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად-2". ამ ანგარიშში განხილულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში 2004 წლიდან 2010 წლის აპრილამდე განხორციელებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და აღწერილია ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების („თბილისის წყალი", „საქწყალკანალი", „მცხეთაწყალკანალი" და „რუსთავწყალკანალი") პროცესის და რამოდენიმე გასხვისებული საწარმოს (ვარციხის ჰეს-ების კასკადი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, „მადნეული" და „კვარციტი") მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.
2011 წლის დეკემბერში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში: წყალი - პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ „პრივატიზება ქართულად-3". ამ ანგარიშში აისახა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის და პრივატიზების ხელშეკრულებით საწარმოების ახალი მფლობელის მიერ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგის შედეგები.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების შედეგად, უხეშად ილახება მოქალაქეებს წყალმომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მთავრობამ უფლება მისცა გამოუცდელ და საიდუმლოებით მოცული წარმომავლობის მქონე კერძო კომპანიას, საზოგადოებასთან ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე, იზრუნოს საკუთარ კომერციულ ინტერსებზე.
ანგარიშში აღწერილი ფაქტები ასევე ცხადყოფს, რომ სრულიად უგულვებელყოფილია მოქალაქეების მონაწილეობის უფლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელთაც უშუალო ზემოქმდება აქვთ მათი წყალზე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობებზე. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის არათუ გადაწყვეტილების მიიღების პროცესია დახურული, არამედ თავად გადაწყვეტილებაა გასაიდუმლოებული.
ანგარიშში მოყვანილი შემთხვევების ანალიზისას, თვალშისაცემია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება -  მოქალაქეების ამ უფლებების შელახვა არა ერთეული შემთხვევების, არამედ სისტემური ხასიათის პრობლემაა და აშკარად მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. მწვანე ალტერნატივა ასკვნის, რომ ამ პრაქტიკის კონკრეტული მიზეზების საფუძვლები, ზოგადად, ქვეყაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებშია საძიებელი. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვის ფასად, ბუნებრივი მონოპოლიის მფლობელის არარსებულ კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვა კი, შესაძლოა, ე.წ. „ელიტური" კორუფციის დაფარვის მცდელობადაც იქნეს გახილული.
წყალი - პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ „პრივატიზება ქართულად-3", ისევე როგორც მწვანე ალტერნატივას მიერ 2007 და 2010 წლებში გამოცემული ანგარიშები, ხელმისაწვდომია მწვანე ალტერნატივას ვებ-გვერდზე: www.greenalt.org.
სამოქალაქო მონაწილეობის კოდექსი ევროპაში
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ 2009 წელს ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებულ კოდექსს სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ,რომელიც ვიმედოვნებთ მნიშვნელოვნად გააფართოებს თქვენს წარმოდგეანს მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ. მასალა ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ ასევე რუსულ ენებზე. იხ. ბმული http://www.epfound.ge/georgian/saqmianoba/tanamonatsileoba-cvlilebebisatvis.html
ჟურნალისტები როგორც სამოქალაქო მონიტორები
სოფლის დახმარების პროგრამით საქართველოში დღემდე სამი წლის განმავლობაში უკვე 100 მილიონი ლარია დახარჯული. ეს თანხები სოფლის მოსახლეობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის ელემენტების რეალურად ამოქმედებას უნდა მოხმარებდა თითოეული თეთრი სოფლის მაცხოვრებელთა გადაწყვეტილებით უნდა დახარჯულიყო. სწორედ ამიტომ ეს პროექტი და მისი შესრულების მდგომარეობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინტერესის საგნად იქცა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის `სოფლის დახმარების პროგრამის მონიტორინგი~ საქართველოში ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, აჭარა, იმერეთი) 5 წამყვან მედია-საშუალებასთან ერთად საქართველოს 50 სოფელში შექმნილი სიტუაცია შეისწავლა (თითო რეგიონში 10 სოფელი).
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტს ჰქონდა ზოგადი ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ და მხოლოდ 20-22 პროცენტს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა დასაფინანსებელი პრიორიტეტების განსაზღვრაში. ამიტომ, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა.
პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები 50 სოფლის 1400 ოჯახში მივიდნენ, გამოკითხეს ისინი, მიაწოდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული გზამკვლევები, რომელშიც დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა თანხები გადაეცემა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფელს და როგორ უნდა ჩაერთოს ამ პროექტში სოფლის თითოეული მაცხოვრებელი. ამით მინიმუმ საშუალოდ 5000-მდე მოქალაქეს უშუალო კონტაქტით მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის შესახებ.
სათემო ლიდრების გასააქტიურებლად პროექტის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ექსპერტები ხუთივე რეგიონში უშუალოდ შეხვდნენ დაახლოებით 50 სათემო ლიდერს და მიაწოდეს მათ სოფლის დახმარების პროგრამის კონტროლის შესაძლო საზოგადოებრივი მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ამას გარდა, არა მხოლოდ ამ 50 სოფლის, არამედ რეგიონების მოსახლეობის სრულად ინფორმირებისთვის, სოფლის დახმარების პროგრამის მიმდინარეობის დეტალების შესახებ  პროექტის ფარგლებში მომზადდა და მედია-საშუალებებში განთავსდა 50 სტატია . აქედან 10 სტატია გაზეთ "პს"-ში; 10 სტატია  გაზეთ "სამხრეთის კაიბჭეში"; 8 სტატია  გაზეთ "ბათუმელებში", 10 სტატია  გაზეთ "სპექტრში"; 12 სტატია ინტერნეტ-გამოცემაში www.kvemokartli.ge
გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგებზე მომზადდა სტატიები და სიუჟეტები ცენტრალურ მედიაშიც, რამაც პროექტის მასშტაბი აღნიშნულ 5 რეგიონზე მეტად გააფართოვა.
პროექტის, ანუ სოფლის დახმარების პროგრამის მონიტორინგის შუალედური შედეგების განხილვა გაიმართა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე; საბოლოო შედეგების პრეზენტაციას კი ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიებისა და ექსპერტული წრეების, ასევე _ პროგრამის კურატორი სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც გამოვლენილი დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პირობა დადეს.
პროექტის კიდევ ერთი შედეგია ის, რომ 5 მედია-საშუალებამ საქართველოს 5 რეგიონიდან (`სამხრეთის კარიბჭე"  სამცხე-ჯავახეთი,  "ბათუმელები" აჭარა, www.kvemokartli.ge ქვემო ქართლი, გაზეთი "სპექტრი" კახეთი, გაზეთი "პს"  ქუთაისი) მიიღო დეტალური ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ. პროექტის ფარგლებში განახორციელა მონიტორინგი და ჟურნალისტებმა მიიღეს სათანადო უნარები და ცოდნა იმისათვის, რომ შემდგომ წლებშიც სოფლის დახმარების პროგრამის გაშუქებისას განახორციელონ კვალიფიციური მონიტორინგი და აქტიურად ითანამშრომლონ პროექტის ფარგლებშივე ტრენინგგავლილ სათემო ლიდერებთან.
რა გამოავლინა ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგმა
წარმოგიდგენთ თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგის ზოგიერთ შედეგებსა და მიგნებებს.  პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები:
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში. ცენტრის ძირითადი ორიენტირები:ეკონომიკის საკითხებზე მეცნიერული და პრაქტიკული კვლევების განხორციელება;ეკონომიკური პრობლემების კომპლექსური შესწავლა. საზოგადოებისათვის ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2009 წლის თებერვალში. ინსტიტუტი უზრუნველყოფს საზოგადოებას, მასმედიას, საჯარო და სხვა დაწესებულებებს კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებით. ინსტიტუტი ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის და სამეწარმეო გადაწყვეტილებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩამოყალიბება-დამკვიდრებას.
ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი დაარსდა 2009 წელს. 2001 წელს, ამ გუნდის მიერ დაფუძნებულ იქნა „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა". გუნდის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი პროექტი. მათ შორის: სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია ქ. ქუთაისში; ბიუჯეტის მონიტორინგი; საზოგადოებრივი მონიტორინგის ფორმების დანერგვა.
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი მისი საქმიანობის სფეროა ადამიანის უფლებათა დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა,თავისუფალი მედია, საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობა.
საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი დაარსდა 2009 წლის 12 მარტს და მიზნად დაისახა დემოკრატიული სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რეგიონალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობაში ეკონომიკური აზროვნების ამაღლება; ადამიანის უფლებების დაცვა.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის სამხრეთ-ცენტრალურ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს რუსთავში დაფუძნდა. CiDA მხარს უჭერს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობის პრინციპების განხორციელებას ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
მონიტორინგის მეთოდოლოგია მოიცავდა  11 მიმართულებას:
2.	საბიუჯეტო პროცედურების ვადების (საბიუჯეტო კალენდარი)
3.	დაცვის მონიტორინგი;
4.	ბიუჯეტის კვარტალური/წლიური ანალიზი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების და ბიუჯეტის შესრულების კუთხით;
5.	ტრანსფერების (გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური) მიღების და ხარჯვის მონიტორინგი;
6.	საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი;
7.	ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მონიტორინგი;შერჩეული მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების მონიტორინგი;
8.	წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის მონიტორინგი; ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მონიტორინგი;
9.	სესხებისა და გრანტების მიზნობრიობის და ხარჯვის სისწორის მონიტორინგი;
10.	პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შედგენის მიმდინარეობის მონიტორინგი;
11.	თვითმმართველობების 2011 წლის ბიუჯეტების მომზადების პროცედურების მონიტორინგი
მონიტორინგის ძირითადი მიგნებები
ქ. რუსთავის ბიუჯეტის მონიტორინგი
ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება გან ხორციელდეს გადასახდელების 5%-ის ფარგლებში. 2010 წელს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელი) შესაძლებელი იყო 10 %-იანი გადანაწილებაც, რამაც მეტად გაუხსნა ხელ-ფეხი თვითმმართველობებს ბიუჯეტში დაუსაბუთებელი ცვლილებები მოეხდინათ.
სამწუხაროდ, ვერც რუსთავის ბიუჯეტი ასცდა ისეთ ხარჯებს, რომლებიც,
შესაძლოა, სრულიად არ არის პრიორიტეტული - 344,7 ათასი ლარიდან, 88,800 ლარი, ამა თუ იმ ფორმით, ჯგუფ „ბონიემის" ერთ კონცერტს მოხმარდა.
თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს რომ 2011 წლის ბიუჯეტი მიღებულ იქნა დადგენილ ვადებში. პროექტზე მუშაობისას, პროექტის პერსონალისათვის ხელმისაწვდომი იყო 2011 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც, რაც ასევე მისასალმებელი ფაქტია. უნდა აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო პარამეტრები ხელმისაწვდომია ქალაქ რუსთავის ვებ-პორტალზე - http://www.rustavi.ge/geo/ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუბრკოლებლად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
ქ. ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი
ქ. ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში იქნა მომზადებული, საკრებულოში წარდგენილი და დამტკიცებული. ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება მოხდა შემდეგ თემებზე:
•• ბიუჯეტის პროექტის ხელმისაწვდომობა;
•• დამტკიცებული ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა;
•• ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების ხელმისაწვდომობა;
•• ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშების ხელმისაწვდომობა;
•• ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხელმისაწვდომობა;
•• ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის ხელმისაწვდომობა.
მონიტორინგის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტების სრული სპექტრი იქნა წარმოდგენილი,რაც დასაფასებელია. თუმცა ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტ ები (კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშები),ძირითადად, მხოლოდ აღწერილობითი ხასიათისა იყო (რამდენი იყო ბიუჯეტის შემოსავლები სახეობების შესაბამისად, რამდენი დაიხარჯა სახეობების შესაბამისად) და ნაკლებად პასუხობს ბიუჯეტის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებს.
უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე არც ბიუჯეტის ცხრილები იყო ხელმისაწვდომი და, მით უმეტეს, არც პროგრამების დოკუმენტები.
სასურველია, ქალაქის ბიუჯეტის შესახებ უფრო ფართო და სრულყოფილი ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსების გზით, ქალაქის მთავრობამ აამაღლოს გამჭვირვალობის ხარისხი და გაზარდოს მოსახლეობის ჩართულობა.
წლის განმავლობაში ბიუჯეტში 19 ცვლილების შეტანა ნამდვილად მიუთითებს საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზირების დაბალ დონეზე, რაც, უმთავრესად, გამოწვეულია ცენტრალუ რი ხელისუფლების მიერ ყოველთვიურად ტრანსფერების მოცულობის ზრდით.წლის განმავლობაში განხორციელებული მრავალი ცვლილება, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს გამჭვირვალობის კომპონენტზე, რადგან შეუძლებელი ხდება ბიუჯეტის ცვლილების პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი უკუკავშირის დადგენა.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში ხდებოდა ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება-განხილვა. აღნიშნული ანგარიშები მოიცავს როგორც სტატისტიკურ, ასევე განხორციელებული საქმიანობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას; ამ თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები არ დაფიქსირებულა.
ამდენად, ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2010 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში დაცული იქნა საბიუჯეტო ვადები და პროცედურები. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტში წლის განმავლობაში განხორციელებული ხშირი (თითქმის ყოველთვიური,ზოგიერთ შემთხვევაში კი, თვეში სამჯერ) ცვლილებები, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ტრანსფერების გეგმის გაზრდას უკავშირდება. შესაბამისად, ქ. ქუთაისის საკრებულო იძულებული ხდებოდა სწრაფად მოემზადებინა და მიეღო ბიუჯეტში ცვლილებები. აღნიშნული ქმედებები უარყოფითად მოქმედებდა ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და იწვევდა პრიორიტეტებს შიგნით ხშირ ცვლილე ბებს, რაც ნორმალური საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში მიუღებელია.
თუმცა, რამდენიმე შენიშვნა დამატებითი ინფორმაციის გარეშეც გაგვიჩნდა :
თუ თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი თავის პარლამენტს არ აშენებს და საუბარი საქართველოს პარლამენტის შენობაზეა, გაუგებარია, რა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოახდინოს მან მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ეკონომიკური კლასიფიკატორი ითვალისწინებს შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების შენობის ღირებულებაში
ჩათვლას, მაგრამ თუ პარლამენტის შენობას ქუთაისის თვითმმართველობა არ ააშენებს,აღნიშნული 68 მილიონ 426.8 მილიონი მის კაპიტალიზაციაში ვერაფრით ვერ მოხვდება. ხოლო თუ ააშენებს, გაჩნდება კითხვა - რა ფორმით გადასცემს ქუთაისი საქართველოს პარლამენტს, როგორც ხელისუფლების სხვა დონის დამოუკიდებელ მხარჯველ სუბიექტს, ამ შენობას ექსპლუატაციაში.
ნათელია, რომ ეს პროგრამა წარმოადგენს 76 761.0 ათასი ლარის სპეციალური ტრანსფერის ადრესატს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის კლასიფიკატორი საერთოდ არ ითვალისწინებს ცენტრალური ხელისუფლებისთვის შენობების მშენებლობას, რის გამოც პროგრამა იძულებით მოხვდა საბინაო-კომუნალური მეურნეობის მოწესრიგების მუხლში.
ქალაქ ქუთაისის მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ იღებს პასუხისმგებლობას იმ პროგრამაზე, რომელიც მის უშუალო კომპეტენციაში არ ხვდება და შესაბამისად, შესყიდვების პროცესის ყველა ხარვეზზე.
სარეზერვო ფონდის მასობრივ და მრავალმიზნობრივ ხარჯვა არ ყოფილა, რაც დადებითი მოვლენაა.
ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტი ქალაქის საკრებულომ 2010 წლის 15 დეკემბერს № 57 დადგენილებით დაამტკიცა. შესაბამისად, დაცული იქნა საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები. ქუთაისის ბიუჯეტის ნაწილი შედგენილია პროგრამული დაფინანსების პრინციპის დაცვით,
2011 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, შემოსულობების პროგნოზის შემცირება, ხოლო,მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის თემა. 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 1071 ათასი ლარითაა გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა, რაც „ქამრების მოჭერის" პოლიტიკას ნამდვილად არ ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ქალაქში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ბიუჯეტის პარამეტრები ნათლად გვაჩვენებს, რომ არსებითი გარდატეხა იმ პირობებში, როცა ქალაქი მთლიანად დამოკიდებულია ტრანსფერებზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქ. ფოთის ბიუჯეტის მონიტორინგი
ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ ქ. ფოთის 2010 წლის ბიუჯეტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში იქნა მომზადებული, საკრებულოში წარდგენილი და დამტკიცებული.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქ. ფოთის საკრებულოს და მერიას გააჩნიათ ცალ-ცალკე ვებ-გვერდები (საკრებულო - www.poti-sakrebulo.ge; მერია - www.poticity.ge). ბიუჯეტთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მიმართებაში, ინფორმაციულად მეტად დატვირთულია საკრებულოს ვებ-გვერდი, ხოლო მერიის ვებ-გვერდი ძალზე ღარიბია. ამ უკანასკნელზე მხოლოდ 2007-2009 წლების ბიუჯეტებია განთავსებული, ხოლო 2010-2011 წლების ბიუჯეტები არ მოიპოვება. საკრებულოს ვებ-გვერდზე კი, განთავსებულია ბიუჯეტის პროექტები, პრიორიტეტების დოკუმენტი, აუდიტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნები, ბიუჯეტის კვარტალური გაწერები და შესაბამისი შესრულების ანგარიშები.
წლის განმავლობაში განხორციელებული იქნა 8 ცვლილება.
განსაკუთრებით ხშირი ცვლილებებით (ზრდა-შემცირება) ხარჯვითი ნაწილი ხასიათდება. ხარჯვით ნაწილში ხშირია შემთხვევები,როდესაც ხდება როგორც ცალკეული ღონისძიებების დაფინანსების გაზრდა, ასევე იმავე ღონისძი-
ებების დაფინანსების შემცირება.
უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტში წლის განმავლობაში განხორციელებული ხშირი (თითქმის ყოველთვიური, ზოგიერთ შემთხვევაში
თვეში ორჯერ) ცვლილებები, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ტრანსფერების გეგმის გაზრდას უკავშირდება. აღნიშნული ქმედებები უარყოფითად მოქმედებდა ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და იწვევდა პრიორიტეტბს შიგნით ხშირ ცვლილებას, რაც ნორმალური საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში მიუღებელია.
წინა წლისაგან განსხვავებით, 2010 წელს არ იქნა გამოყოფილი დაფინანსება წყლის სისტემების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ღონისძიებებზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა ქალაქის ზოგიერთი უბნებისათვის კვლავაც მნიშვნელოვანია.წინა წლისაგან განსხვავებით, 2010 წელს არ იქნა გამოყოფილი დაფინანსება ინფექციურ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის პროგრამაზე, ტუბერკულოზთან ბრძოლის დამატებით ღონისძიებათა პროგრამაზე, პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის და „ქამრების მოჭერის" მონიტორინგი
2010 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელი იყო. გამომდინარე იქიდან,რომ საარჩევნო წელს ბიუჯეტებიდან ხშირად წინასაარჩევნო სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებას აქვს ადგილი, საინტერესოა ხარჯვის პროცესზე დაკვირვება. ამდენად, ჩვენს მიერ
მონიტორინგის პერიოდში აქცენტი წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების
ხარჯვის და „ქამრების მოჭერის" მონიტორინგზე გაკეთდა.
პროექტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი ეცადა გაეანალიზებინა ქ. ფოთის ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ განხორციელებული ცვლილებები და დაედგინა ის ხარჯები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან.
აღსანიშნავია,რომ ქ.ფოთის ბიუჯეტის ცვლილებებს შორის ყველაზე დიდი ინტერვალი 30 მარტიდან 2 ივნისამდე ფიქსირდება. ეს საარჩევნო პერიოდია და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქ.ფოთის თვითმმართველობამ
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა დაიცვა (ვინაიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდგომ, დაუშვებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება).
საინტერესოა, განვიხილოთ არჩევნების გამოცხადებამდე განხორციელებული ცვლილება: აღნიშნული ცვლილება, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2010 წლის 30 მარტს განხორციელდა.
ადგილი ჰქონდა  შემდეგი სახის ცვლილებას:
•• გაიზარდა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 13,8 ათასი ლარით (შრომის ანაზღაურება - 4,4 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები - 3,0 ათასი ლარით, სხვა ხარჯები - 6,4 ათასი ლარით);
•• გაიზარდა ,,კუნძულის უბნის" ტერიტორიული ორგანოს ხარჯები 4,5 ათასი ლარით (შტატ-გარეშე მომუშავეთა ანაზღაურება);
•• გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯები 13,9 ათასი ლარით (სოციალური უზრუნველყოფა);
•• გაიზარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯები (სუბსიდიები) 25,0 ათასი ლარით;
•• გაიზარდა მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის ხარჯები 38,0 ათასი ლარით (სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება - 36,1 ათასი ლარით,
ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯები - 1,9 ათასი ლარით);
•• გაიზარდა ბინათმშენებლობის ხარჯები 109,5 ათასი ლარით;
•• გაიზარდა საგანმანათლებლო ღონისძიებები 25,0 ათასი ლარით.
შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ცვლილება ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გაზრდისკენ იყო მიმართული. სხვა შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ რატომ დასჭირდა ასეთი მასშტაბური ცვლილებები ბიუჯეტის მიღებიდან 3 თვეში ადგილობრივ თვითმმართ-
ველობას.
ის, რომ პროგრამების და ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში იქნა გაწეული, გვიჩვენებს ქ. ფოთის ბიუჯეტის ყოველთვიური გაწერა:
და ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ პრინციპთან, კერძოდ :
•• საშტატო განრიგის ფარგლებში მომუშავე პერსონალის რაოდენობის ზრდა 12 ადამიანით (საკრებულოში 4 მომუშავე და მერიაში 8 მომუშავე); შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფონდის
ზრდა 462.9 ათასი ლარით (29.8%-ით);
•• სამივლინებო ხარჯების ზრდა ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმით 15.9 ათასი ლარით, ხოლო
დაზუსტებული გეგმის შესაბამისად - 4.7 ათასი ლარით (38.8 %-ით);
•• საოფისე ხარჯების ზრდა 137.6 ათასი ლარით (26.6%-ით);
•• ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების ზრდა 17.7 ათასი
ლარით (15.1%-ით).
სამწუხაროდ, ქ. ფოთის ბიუჯეტის არსებული ფორმატი უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, მხოლოდ ბიუჯეტის მსხვილი მუხლებით შეგვიძლია ვიმსჯე ლოთ 2010 წელს „ქამრების მოჭერის" პრინციპის ხარვეზებზე. ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან კი ირკვევა, რომ ქ. ფოთის 2010 წლის ბიუჯეტიდან ფოთის მერისთვის შეძენილი 2010 წელს გამოშვებული მაღალი გამავლობის, 77 030 ლარად ღირებული TOYOTA Land Cruiser Prado და ამავე წელს შსს-ს სხვადასხვა ადგილობრივი სამსახურისათვის 8 ავტომანქანის შეძენაზე დაიხ არჯა 358 330 ლარი.
ძალზე საინტერესოა საკუთრივ აუდიტორული კომპანიისა და ქ.ფოთის თვითმმართველობის ურთიერთობა. აუდიტორული ფირმა, რომელმაც
CENN - სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა
CENN - კავკასიის გარმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა და აქტიურად მუშაობს შემდეგი ხუთი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა და მდგრადი განვითარება და კომუნიკაცია.
CENN-ის მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობისა და ანგარიშვალდებული კერძო სექტორის განვითარებას, რაც დაიცავს გარემოს და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.
CENN საქმიანობებს ახორციელებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ორგანიზაციას აქვს რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის აქტიური ჩართვითა და მონაწილეობით, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების სოლიდური გამოცდილება.
CENN თვლის, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობისას ძალიან ეფექტიანია ქსელური მუშაობა და თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
სოფელ N-ში ადგილობრივი მოსახლეობა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ იყენებდა ონკანის წყალს სასმელად. ამის მიზეზი მოძველებული მილები და დაზიანებული სათავე ნაგებობა იყო. CENN-ის სათემო მობილიზაციის სამუშაოების ჩატარების შედეგად ადგილზე ჩამოყალიბებულმა ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო აქტიური მუშაობა სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჯგუფმა ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე, სოფელში წყლის მოწოდებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან. მოხდა საკითხის მოგვარების გზების იდენტიფიცირება და პასუხისმგებლობებისა და როლების განაწილება პრობლემის მოგვარების პროცესში. აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად იქნა ჩართული მედია საშუალებები. ყველა მხარე - ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლება და წყალმომარაგებზე პასუხისმგებელი კომპანია - შეთანხმდა, რომ წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სოფლისათვის.
ზემოთ აღნიშნული კამპანიის შედეგად წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია სოფლამდე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, სოფელში მოხდა წყლის სისტემის კაპიტალური რემონტი. დღეისათვის ადგილობრივ მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება.
დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია
2010 წლის ივნისში სოფელ N- ში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა 22 სოფლის 360 ოჯახთან მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა. მოსახლეობა მოწყდა გარე სამყაროს და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2 კვირის განმავლობაში, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მათ მხოლოდ ვერტმფრენით მიეწოდებოდა.
CENN-ის ჯგუფმა, თემის რწმუნებულთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოაწყო სათემო შეხვერები. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიგზავნა განცხადებები მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, რათა მომხდარიყო სიტუაციის ადგილზე შესწავლა და მიღებულიყო შესაბამისი ზომები პრობლემის გადასაჭრელად. ამის პარალელურად მოხდა ინფორმაციის გავრცელება პრესისა და ტელევიზიის საშუალებებით (განხორციელდა რამდენიმე პრესტური ადგილზე ჟურნალისტების ჩაყვანით).
შედეგად, გაიწმინდა გზა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა გადაადგილების საშუალება.
ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემის ხანგრძლივვადიანი გადაჭრის კუთხით, სახელმწიფომ გამოყო დამწყრილი გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა.
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დასაცავად
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სამთავრობო უფლებამოსილების დეცენტრალიზაციას  სამწუხაროდ ხშირად თან არ ახლდა ამ საკითხებზე რეგიონული სამთავრობო წარმომადგენლების სათანადო ინფორმირება, რაც ზოგჯერ ადგილობრივ დონეზე გაუგებრობასა და არაეფექტურ მართვას იწვევდა. 2008 წელს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "მწვანე ალტერნატივა" გადაწყვიტა შეესწავლა ტყეების მართვის უფლებამოსილების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ტყის მასივები ზედამხედველობისთვის ადგილობრივ მთავრობას გადაეცემოდა.
პროექტის განმავლობაში ორგანიზაციამ გამართა ოთხი ტრენინგი ონის (ორი ტრენინგი), ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონებში, რათა მომხდარიყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების განათლება და ინფორმირება ტყის დეცენტრალიზაციის საფუძვლების შესახებ. ტრენინგებში მონაწილეობა სულ 129 თემის ლიდერმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მიიღო, რომელთაგანაც 39 ქალია. თბილისსა და სხვა რეგიონებში გამართულ დამატებით მონაწილეობით შეხვედრებში ასევე ჩართულები იყვნენ გარემოს ან ადგილობრივი მთავრობის საკითხებზე მომუშავე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო განხილვის ერთგვარი ფორუმი შექმნეს. მონაწილეებმა ტყეების დეცენტრალიზაციის მენეჯმენტის შესახებ რამდენიმე რეკომენდაცია ერთად ჩამოაყალიბეს.
პროექტის განმავლობაში ორგანიზაციამ მოაწყო 26 საველე მონიტორინგი, რომელიც მოიცავდა გადასაცემი ტყეების მდგომარეობის შესწავლას, ადგილობრივი მთავრობის მზაობის დონის შეფასებას ტყეების ზედამხედველობის ვალდებულების კუთხით და ამ სფეროში არსებული სამთავრობო პოლიტიკის შეფასებას. შედეგები გამოქვეყნდა ვებ-გვერდებზე რაც 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. მომზადდა ორი პუბლიკაცია: დეცენტრალიზაციის სახელმძღვანელო სატყეო სექტორისათვის და საქართველოს მეტყევეობის სექტორის 2007-2008 წლის მონიტორინგის შედეგები. ეს პუბლიკაციები თბილისსა და სამიზნე რეგიონებში, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შორისაც გავრცელდა.
2008 წლის დეკემბერში გამართულ სემინარზე გრანტიორის მოწვევით მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და სხვა პარტნიორები. სემინარზე ტყეების მართვისა და ადგილობრივი მმართველობის შესახებ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი მთავრობის სატყეო პოლიტიკაში სატყეო მეურნეობების ინვენტარიზაციისა და ადგილობრივი მთავრობების მიერ ტყეების გამოყენების რეგულაციების შექმნის კუთხით ტყეების უშუალო გადაცემის პროცესამდე. ამ დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციები გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტს. გრანტიორის რეკომენდაციის საფუძველზე სამინისტრომ 20-კაციანი სამუშაო ჯგუფი შექმნა ტყეების ინვენტარიზაციისთვის.
2008 წლის დეკემბერში პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგების მონაწილე თემებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინ და მოითხოვეს ხე-ტყის გამოყენებისა და მართვისათვის გათვალისწინებული გრძელვადიანი ლიცენზიების გაუქმება. მოქალაქეთა ლეგიტიმური პროტესტი, რომლისადმი სოლიდარული იყო  ადგილობრივი ხელისუფლებაც, გაშუქდა მედიის მეშვეობით . შედეგად ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხე-ტყის გამოყენების შესახებ სპეციალური გრძელვადიანი ლიცენზიების გამოცემის თაობაზე ადრე გამოცემული ის წინააღმდეგობრივი განკარგულება გააუქმა, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებდა კომპანიებს და მოსახლეობას ხე-ტყის (საკვების მომზადებისა და გათბობისათვის საჭირო სასიცოცხლო რესურსის) ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ აძლევდა. ამგვარი ერთიანი ქმედების განხორციელება შესაძლებელი გახდა პროდუქტიული ტრენინგ-სემინარებისა და აქტიური საზოგადოებრივი ინფორმაციის კამპანიის შედეგად. ძალისხმევამ გარკვეულწილად გააუმჯობესა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ხე-ტყეზე , რომელმაც გარკვეული სარგებელი მოუტანა პროექტის სამიზნე რაიონებს და შესაძლოა მაგალითად გამოდგეს სხვა რეგიონებისთვისაც.
ჩემი ქალაქი და ჩემი ფული
2007 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა ბათუმში ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის ბინის მესაკუთრეთა ასოციაციისა და ადგილობრივი მედიის ჩართვით ქალაქის კეთილმოწყობის ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს. პროექტის საწყის ეტაპზე ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა ასოციაციის წევრებსა და ადგილობრივი გაზეთების, სატელევიზიო და რადიო არხების ჟურნალისტებს ბიუჯეტის მონიტორინგის თემაზე სიღრმისეული ტრენინგი ჩაუტარა. ამ ტრენინგის შემდეგ კი ბინის მესაკუთრეთა ასოციაციის ათი წევრი უშუალოდ ჩაერთო ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში.
ტრენინგი დაეხმარა ჟურნალისტებს პროფესიონალურად გაეშუქებინათ საბიუჯეტო საკითხები მედიაში. ამ თემების მედიის საშუალებებით მიმოხილვამ ბინის მესაკუთრეთა ასოციაციის ყველა წევრსა და უფრო ფართო საზოგადოებას საშუალება შეუქმნა რეგულარული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო მერიის მიერ ორგანიზებული წარსული და მიმდინარე მუნიციპალური სარემონტო სამუშაოების შესახებ.
მუნიციპალური სამუშაოების, მათ შორის ბიუჯეტის განხილვის მუდმივი მონიტორინგისა და ადგილებზე რეგულარული ვიზიტების შედეგად მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის ქვედა საფეხურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა გამოვლინდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ამ დარღვევების შესახებ მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის უფროსსა და ბათუმის მერს აცნობა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ბათუმის საკრებულომ სამოქალაქო ჩართულობას სათანადო შეფასება მისცა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მესაკუთრეთა პირობების გაუმჯობესების 2009 წლის გეგმაში ჩართო.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში გრანტიორი ცდილობდა მოქალაქეების ჩართულობა აემაღლებინა მუნიციპალური კეთილმოწყობის მონიტორინგში ახალი ბინის მესაკუთრეთა ასოციაციების ჩამოყალიბების მეშვეობით. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ 140-მდე კონსულტაცია გასწია მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ და 90-ზე მეტი იურიდიული კონსულტაცია უზრუნველყო ახალი ასოციაციების ჩამოყალიბებისთვის. გრანტიორის მიერ ბათუმში გამართულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბიუჯეტო პროცესში ჩართვის სურვილი გამოკითხულთა 79%-მა გამოთქვა.
2009 წლის 8 აპრილს ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და ბათუმის მერია მუდმივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მესაკუთრეთა ასოციაციების წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით), რათა ზედამხედველობა გაეწიათ მუნიციპალური კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი ბიუჯეტისთვის, მათ შორის საკუთრებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა უფლება მოიპოვეს არა მხოლოდ დასწრებოდნენ ქალაქის საკრებულოსა და კომიტეტების შეხვედრებს, არამედ ქალაქის მერიიდან დროული ინფორმაცია მიეღოთ ქალაქის ბიუჯეტის შესახებ. ეს სამუშაო ჯგუფს საშუალებას უქმნის ადგილობრივი მთავრობისთვის წარსადგენად კონკრეტული საკითხების ირგვლივ რეკომენდაციები მოამზადოს. სამუშაო ჯგუფის შექმნა პროექტის მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. ის აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი და მედია კამპანიასთან ერთად განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად მოქალაქეები ეფექტურად ერთვებიან  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მიწის რეფორმის გამჭვირვალობისათვის
გრანტიორი ორგანიზაცია ადგილობრივი მთავრობის ორგანოებს პრივატიზაციისათვის განკუთვნილი მიწების სრულყოფილი მონაცემთა ბაზების შედგენაში ეხმარებოდა. აქტიური საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც ასევე ოთხ სამიზნე სოფელში მოსახლეობასთან (500-მდე ადამიანთან) შეხვედრებსა და სატელევიზიო თოქ-შოუებს მოიცავდა ტვ-გურჯაანის, დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის მეშვეობით, გრანტიორმა მიწის პრივატიზაციის პროცედურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლება მოახერხა. თოქ-შოუები იმდენად პოპულარული გახდა ადგილობრივ მოსახლეობაში, რომ სატელევიზიო არხმა გრანტის დასრულების შემდეგაც გააგრძელა მათი ეთერში გაშვება სხვა დონორის დაფინანსებით.
1500-ზე მეტ სოფლის მოსახლეს დაურიგდა სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის წესები. ისინი ასევე ღებულობენ ყოველთვიურ ცნობარს `თქვენი უფლებები პრივატიზაციის დროს~. სხვები მიწის აუქციონის დროს მოქალაქეთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრებს დაესწრნენ. ამ მაცხოვრებლებიდან 300 ადამიანი შემდგომ მიწის პრივატიზაციისა და მიწის აუქციონებში ღებულობდა მონაწილეობას და პროცესის სამართლიანობას უწევდა მონიტორინგს. ამ საქმიანობიდან გამომდინარე გრანტიორმა რეკომენდაციები შეიმუშავა შესაბამის კანონმდებლობაში, მათ შორის პრეზიდენტის #525 ამბიციურ განკარგულებაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც მიწების პრივატიზაციის საკითხს აწესრიგებს.
გრანტიორმა მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ლობირება დაიწყო შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთან, რათა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობაში ამოფხვრილიყო ის კომპონენტები, რომელიც მოქალაქეებს მიწის პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობაში უშლის ხელს. თუმცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო საპარლამენტო სესიები გადაიდო.
სამოქალაქო მონიტორინგი/დებატები და დიალოგი
ამ პროგრამის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობა ძირითადად მიმართულია სამთავრობო სტრუქტურებისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სამოქალაქო ორგანიზაციები შორის კონსტრუქციული დებატების თუ დიალოგის წახალისებისკენ. ეს ინიციატივა, კონფრონტაციული მიდგომის მაგივრად, ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს კონსტრუქციულ დიალოგს კონკრეტული საკითხების ირგვლივ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით არჩევს პარტნიორებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სექტორის მონიტორინგს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყობს პარტნიორობას სამოქალაქო მონიტორინგის პრაქტიკოსებს შორის, რათა მოხდეს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მონიტორინგის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გავრცობა განსაკუთრებით ფონდის პროგრამებით შედარებით ნაკლებად დაფარულ რეგიონებში.