წყალი პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. ასევე, საქართველოს წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთ უმძაფრეს პრობლემას სასმელი წყლის ხარისხი წარმოადგენს. 2007-2008 წლებში მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესს.

პრივატიზება ქართულად

2005 წლიდან მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებს რამოდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზებისა და ამ სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობის ცვლილების პროცესს. სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ საწარმოს პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული ციკლი - დაწყებული ობიექტის საპრივატიზებოდ გამოტანის შესახებ გადაწყვეტილებით, დამთავრებული კონკრეტული მყიდველის შერჩევისა და მისთვის ამა თუ იმ ვალებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებით - დახურულია საზოგადოებისათვის. 2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად"", რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები. 2010 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა მეორე ანგარიში - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად-2". ამ ანგარიშში განხილულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში 2004 წლიდან 2010 წლის აპრილამდე განხორციელებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და აღწერილია ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების („თბილისის წყალი", „საქწყალკანალი", „მცხეთაწყალკანალი" და „რუსთავწყალკანალი") პროცესის და რამოდენიმე გასხვისებული საწარმოს (ვარციხის ჰეს-ების კასკადი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, „მადნეული" და „კვარციტი") მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.
2011 წლის დეკემბერში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში: წყალი - პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ „პრივატიზება ქართულად-3". ამ ანგარიშში აისახა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის და პრივატიზების ხელშეკრულებით საწარმოების ახალი მფლობელის მიერ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგის შედეგები.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების შედეგად, უხეშად ილახება მოქალაქეებს წყალმომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მთავრობამ უფლება მისცა გამოუცდელ და საიდუმლოებით მოცული წარმომავლობის მქონე კერძო კომპანიას, საზოგადოებასთან ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე, იზრუნოს საკუთარ კომერციულ ინტერსებზე.
ანგარიშში აღწერილი ფაქტები ასევე ცხადყოფს, რომ სრულიად უგულვებელყოფილია მოქალაქეების მონაწილეობის უფლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელთაც უშუალო ზემოქმდება აქვთ მათი წყალზე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობებზე. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის არათუ გადაწყვეტილების მიიღების პროცესია დახურული, არამედ თავად გადაწყვეტილებაა გასაიდუმლოებული.
ანგარიშში მოყვანილი შემთხვევების ანალიზისას, თვალშისაცემია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - მოქალაქეების ამ უფლებების შელახვა არა ერთეული შემთხვევების, არამედ სისტემური ხასიათის პრობლემაა და აშკარად მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. მწვანე ალტერნატივა ასკვნის, რომ ამ პრაქტიკის კონკრეტული მიზეზების საფუძვლები, ზოგადად, ქვეყაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებშია საძიებელი. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვის ფასად, ბუნებრივი მონოპოლიის მფლობელის არარსებულ კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვა კი, შესაძლოა, ე.წ. „ელიტური" კორუფციის დაფარვის მცდელობადაც იქნეს გახილული.

წყალი - პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ „პრივატიზება ქართულად-3", ისევე როგორც მწვანე ალტერნატივას მიერ 2007 და 2010 წლებში გამოცემული ანგარიშები, ხელმისაწვდომია მწვანე ალტერნატივას ვებ-გვერდზე: www.greenalt.org.

სამოქალაქო მონაწილეობის კოდექსი ევროპაში

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ 2009 წელს ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებულ კოდექსს სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ,რომელიც ვიმედოვნებთ მნიშვნელოვნად გააფართოებს თქვენს წარმოდგეანს მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ. მასალა ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ ასევე რუსულ ენებზე. იხ. ბმული http://www.epfound.ge/georgian/saqmianoba/tanamonatsileoba-cvlilebebisatvis.html

ჟურნალისტები როგორც სამოქალაქო მონიტორები

სოფლის დახმარების პროგრამით საქართველოში დღემდე სამი წლის განმავლობაში უკვე 100 მილიონი ლარია დახარჯული. ეს თანხები სოფლის მოსახლეობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის ელემენტების რეალურად ამოქმედებას უნდა მოხმარებდა თითოეული თეთრი სოფლის მაცხოვრებელთა გადაწყვეტილებით უნდა დახარჯულიყო. სწორედ ამიტომ ეს პროექტი და მისი შესრულების მდგომარეობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინტერესის საგნად იქცა.

რა გამოავლინა ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგმა

წარმოგიდგენთ თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგის ზოგიერთ შედეგებსა და მიგნებებს. პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები:
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში. ცენტრის ძირითადი ორიენტირები:ეკონომიკის საკითხებზე მეცნიერული და პრაქტიკული კვლევების განხორციელება;ეკონომიკური პრობლემების კომპლექსური შესწავლა. საზოგადოებისათვის ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2009 წლის თებერვალში. ინსტიტუტი უზრუნველყოფს საზოგადოებას, მასმედიას, საჯარო და სხვა დაწესებულებებს კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებით. ინსტიტუტი ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის და სამეწარმეო გადაწყვეტილებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩამოყალიბება-დამკვიდრებას.
ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი დაარსდა 2009 წელს. 2001 წელს, ამ გუნდის მიერ დაფუძნებულ იქნა „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა". გუნდის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი პროექტი. მათ შორის: სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია ქ. ქუთაისში; ბიუჯეტის მონიტორინგი; საზოგადოებრივი მონიტორინგის ფორმების დანერგვა.
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი მისი საქმიანობის სფეროა ადამიანის უფლებათა დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა,თავისუფალი მედია, საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობა.

საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი დაარსდა 2009 წლის 12 მარტს და მიზნად დაისახა დემოკრატიული სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რეგიონალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობაში ეკონომიკური აზროვნების ამაღლება; ადამიანის უფლებების დაცვა.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის სამხრეთ-ცენტრალურ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს რუსთავში დაფუძნდა. CiDA მხარს უჭერს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობის პრინციპების განხორციელებას ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

 მონიტორინგის მეთოდოლოგია მოიცავდა 11 მიმართულებას:
2. საბიუჯეტო პროცედურების ვადების (საბიუჯეტო კალენდარი)
3. დაცვის მონიტორინგი;
4. ბიუჯეტის კვარტალური/წლიური ანალიზი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების და ბიუჯეტის შესრულების კუთხით;
5. ტრანსფერების (გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური) მიღების და ხარჯვის მონიტორინგი;
6. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი;
7. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მონიტორინგი;შერჩეული მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების მონიტორინგი;
8. წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის მონიტორინგი; ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მონიტორინგი;
9. სესხებისა და გრანტების მიზნობრიობის და ხარჯვის სისწორის მონიტორინგი;
10. პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შედგენის მიმდინარეობის მონიტორინგი;
11. თვითმმართველობების 2011 წლის ბიუჯეტების მომზადების პროცედურების მონიტორინგი

CENN - სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა

CENN - კავკასიის გარმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა და აქტიურად მუშაობს შემდეგი ხუთი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა და მდგრადი განვითარება და კომუნიკაცია.

CENN-ის მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობისა და ანგარიშვალდებული კერძო სექტორის განვითარებას, რაც დაიცავს გარემოს და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.

CENN საქმიანობებს ახორციელებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ორგანიზაციას აქვს რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის აქტიური ჩართვითა და მონაწილეობით, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების სოლიდური გამოცდილება.

CENN თვლის, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობისას ძალიან ეფექტიანია ქსელური მუშაობა და თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

სოფელ N-ში ადგილობრივი მოსახლეობა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ იყენებდა ონკანის წყალს სასმელად. ამის მიზეზი მოძველებული მილები და დაზიანებული სათავე ნაგებობა იყო. CENN-ის სათემო მობილიზაციის სამუშაოების ჩატარების შედეგად ადგილზე ჩამოყალიბებულმა ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო აქტიური მუშაობა სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჯგუფმა ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე, სოფელში წყლის მოწოდებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან. მოხდა საკითხის მოგვარების გზების იდენტიფიცირება და პასუხისმგებლობებისა და როლების განაწილება პრობლემის მოგვარების პროცესში. აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად იქნა ჩართული მედია საშუალებები. ყველა მხარე - ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლება და წყალმომარაგებზე პასუხისმგებელი კომპანია - შეთანხმდა, რომ წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სოფლისათვის.

ზემოთ აღნიშნული კამპანიის შედეგად წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია სოფლამდე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, სოფელში მოხდა წყლის სისტემის კაპიტალური რემონტი. დღეისათვის ადგილობრივ მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება.


დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია

2010 წლის ივნისში სოფელ N- ში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა 22 სოფლის 360 ოჯახთან მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა. მოსახლეობა მოწყდა გარე სამყაროს და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2 კვირის განმავლობაში, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მათ მხოლოდ ვერტმფრენით მიეწოდებოდა.

CENN-ის ჯგუფმა, თემის რწმუნებულთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოაწყო სათემო შეხვერები. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიგზავნა განცხადებები მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, რათა მომხდარიყო სიტუაციის ადგილზე შესწავლა და მიღებულიყო შესაბამისი ზომები პრობლემის გადასაჭრელად. ამის პარალელურად მოხდა ინფორმაციის გავრცელება პრესისა და ტელევიზიის საშუალებებით (განხორციელდა რამდენიმე პრესტური ადგილზე ჟურნალისტების ჩაყვანით).

შედეგად, გაიწმინდა გზა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა გადაადგილების საშუალება.

ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემის ხანგრძლივვადიანი გადაჭრის კუთხით, სახელმწიფომ გამოყო დამწყრილი გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დასაცავად

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სამთავრობო უფლებამოსილების დეცენტრალიზაციას  სამწუხაროდ ხშირად თან არ ახლდა ამ საკითხებზე რეგიონული სამთავრობო წარმომადგენლების სათანადო ინფორმირება, რაც ზოგჯერ ადგილობრივ დონეზე გაუგებრობასა და არაეფექტურ მართვას იწვევდა. 2008 წელს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "მწვანე ალტერნატივა" გადაწყვიტა შეესწავლა ტყეების მართვის უფლებამოსილების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ტყის მასივები ზედამხედველობისთვის ადგილობრივ მთავრობას გადაეცემოდა.

ჩემი ქალაქი და ჩემი ფული

2007 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა ბათუმში ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის ბინის მესაკუთრეთა ასოციაციისა და ადგილობრივი მედიის ჩართვით ქალაქის კეთილმოწყობის ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს. პროექტის საწყის ეტაპზე ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა ასოციაციის წევრებსა და ადგილობრივი გაზეთების, სატელევიზიო და რადიო არხების ჟურნალისტებს ბიუჯეტის მონიტორინგის თემაზე სიღრმისეული ტრენინგი ჩაუტარა. ამ ტრენინგის შემდეგ კი ბინის მესაკუთრეთა ასოციაციის ათი წევრი უშუალოდ ჩაერთო ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში.

მიწის რეფორმის გამჭვირვალობისათვის

2007 წელს თბილისში მოქმედმა სამოქალაქო განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა სიღნაღსა და ყვარელში დაიწყო პროექტის განხორციელება მიწის რეფორმის განხორციელების, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შეწყიდვის პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო მონიტორინგი/დებატები და დიალოგი

ამ პროგრამის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობა ძირითადად მიმართულია სამთავრობო სტრუქტურებისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სამოქალაქო ორგანიზაციები შორის კონსტრუქციული დებატების თუ დიალოგის წახალისებისკენ. ეს ინიციატივა, კონფრონტაციული მიდგომის მაგივრად, ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს კონსტრუქციულ დიალოგს კონკრეტული საკითხების ირგვლივ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით არჩევს პარტნიორებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სექტორის მონიტორინგს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყობს პარტნიორობას სამოქალაქო მონიტორინგის პრაქტიკოსებს შორის, რათა მოხდეს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მონიტორინგის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გავრცობა განსაკუთრებით ფონდის პროგრამებით შედარებით ნაკლებად დაფარულ რეგიონებში.